რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი მომავალ ორშაბათს აშშ-ს კონგრესს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც „ქართული ოცნების” წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქცირების შემოღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სტატიას Politico აქვეყნებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ოფიციალური პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის მიღებაზე, შეიძლება გაუყინონ აქტივები და შეეზღუდოთ მოგზაურობა ქვეყნის გარეთ.
სანქციები ასევე შეეხებათ იქნება საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებსა და უშიშროების სამსახურებს.
გამოცემის წყარო ამბობს, რომ კანონპროექტის მიზანია ”იმის ჩვენება, რომ ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ჩვენს ურთიერთობას და ვალდებულებებს ქართველი ხალხის წინაშე და რომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ”.
გამოცემის ინფორმაციით, კანონპროექტში წერია, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „იღებდა რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებებს“. კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისი ღიად დაესხა თავს აშშ-ს და სხვა დასავლურ დემოკრატიის ხელშემწყობ ორგანიზაციებს, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებას, და ამავდროულად გააფართოვა კავშირები რუსეთთან და ჩინეთთან.
ამასთან, კანონპროექტის პირობები ავალდებულებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, აცნობონ კონგრესს „არასათანადო პოლიტიკური გავლენის, კლეპტოკრატიისა და ელიტური კორუფციის შესახებ საქართველოში“, ასევე რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო მოქმედებების შესახებ სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში.
„უცხოეთის აგენტების” კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, კონგრესმენის კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოში ოპოზიციური მოძრაობების მხარდაჭერას. კანონპროექტი მოუწოდებს „დემოკრატიის მონიტორინგის მიზნობრივი ჯგუფის” შექმნისკენ, „დემოკრატიულ წინასაარჩევნო გარემოზე” დასაკვირვებლად.
ვილსონის კანონპროექტი “უცხოელი აგენტების” კანონის გაუქმების შემთხვევაში, ითვალისწინებს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, ეკონომიკურ დახმარებას, მეტ შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის აშშ-ში მოგზაურობისა და სწავლისთვის და სხვა.
კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, წვრთნა და აღჭურვა რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად.
მხარდაჭერის პუნქტები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ დადასტურდება საქართველოს პროგრესი დემოკრატიული განვითარების გზაზე, რისი მტკიცებულებაც, უპირველესად, უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო.
„უცხოელი აგენტების” შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტმა წინა კვირას დაამტკიცა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო.