თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ჩინურ ელექტრომობილებზე საიმპორტო გადასახადი 25%-დან 100%-მდე იზრდება. ამ გზით ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს დაიცვას აშშ-ს ავტო ინდუსტრია იაფი ჩინური ელექტრომობილების შეტევისგან.
საერთო ჯამში შეზღუდვები შეეხება $18 მილიარდის ღირებულების ჩინურ პროდუქციას.
ტარიფების ზრდა ასევე შეეხება ლითიუმის ბატარეებს, მზის უჯრედებსა და ნახევარგამტარებს და, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას ორ ზესახელმწიფოს შორის.
აშშ-ს ავტო ინდუსტრია სულ უფრო მწვავედ განიცდის ჩინური კომპანიების შეტევას და უჭირს იაფი ჩინური ავტომობილებისთვის კონკურენციის გაწევა.
ცნობილია, რომ BYD და სხვა ჩინური ავტომწარმოებლები MG და Chery გეგმავენ მექსიკაში ქარხნების აშენებას, რაც ამერიკელი მწარმოებლების შეშფოთებას იწვევს.