ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს მუშებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა დღეს დილით შეწყვიტეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სხვა მაღაროების მუშებმაც. ფეისბუქგვერდზე მაღაროელი გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად სამუშაოზე გასვლას უარს ამბობს 700-მდე მაღაროელი.
მათი მოთხოვნაა, ჭიათურის მაღაროს მმართველმა კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გადაიყვანოს 12-საათიან გრაფიკზე და ანაზღაურებაც შესაბამისად გაუზარდოს. ამჟამად აღნიშნული მაღაროს მუშები 8-საათიანი გრაფიკით მუშაობენ.
მაღაროელების თქმით, კომპანია მათ დაჰპირდა, რომ მაღაროს 12-საათიან რეჟიმზე გადაიყვანდა და სამუშაო პირობებს გააუმჯობესებდა, მაგრამ შემდეგ დაპირება შეცვალა
როგორც მაღაროელები ამბობენ, ჯორჯიან მანგანეზი 12-საათიან გრაფიკზე თანახმაა, მაგრამ გეგმა და, შესაბამისად, ანაზღაურება უცვლელი დარჩება. კომპანია გადაწყვეტილებას ფინანსური პრობლემებით ხსნის.
ჭიათურელი მაღაროელები ხუთი თვის წინაც გაიფიცნენ. მაშინ პროტესტის ნიშნად რამდენიმე მაღაროელმა პირი და თვალი ამოიკერა.
მაღაროელები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე პროტესტს არ შეწყვეტენ.