სოციალური მეწარმეობის რიგით მე-12 ფორუმი წელს 8 ნოემბერს გაიმართება და სოციალურ საწარმოთა ალიანსის დაფუძნების დღეს დაემთხვევა.
უკვე გამოცხადდა ნომინაცია წლის სოციალური საწარმო. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 19 სექტემბერია. გამარჯვებული სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმზე, 8 ნოემბერს გამოვლინდება.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი იმართება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის ფარგლებში.
ნომინაციის კრიტერიუმების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ნახავთ აქ: https://www.seforum.ge/senommination