საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ მოიმატა. საქსტატის 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, რეგისტრირებული ავტომობილების რიცხვი გასული წელთან შედარებით 2.9%-ით გაიზარდა.
2024 წლის 6 თვის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებული იყო 1 839 534 ავტომობილი(2023 წელს 1 680,4 იყო). მათ შორის ყველაზე მეტი:
- Mercedec -Benz- ის მარკის ავტომობილია- 428,6 ათასი.
- TOYOTA – 369 ათასი
- FORD -328,2 ათასი
- VAZ – 307,3 ათასი
- OPEL– 293,7 ათასი
- BMW -161,3 ათასი
ტოპ 5-ეულში 2020-24 წლების განმავლობაში TOYOTA-მ ჯერ OPEL-ს, შემდეგ კი VAZ -ს გადაუსწრო, რომელიც მეორე ადგილს იკავებდა და ამჟამად მეორე პოზიციაზეა. ამავე დროის პერიოდში რაოდენობით VAZ -ს გადაუსწრო FORD-მაც და მესამე ადგილს იკავებს. Mercedec -ის მარკის ავტომობილები კვლავ ნომერ პირველია საქართველოში.
საქსტატის 2024 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილებიდან ყველაზე მეტი რუხი ფერისაა, შემდეგ მოდის თეთრი და შავი ფერის ავტომობილები.
იმპორტი შემცირდა, რეექსპორტი – გაიზარდა
2024 წლის რვა თვეში საქართველოში $2 მილიარდის ღირებულების 125 ათასი ავტომობილი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 11%-ით, რაოდენობრივად კი 20 ათასი ავტომობილით ნაკლებია.
იმპორტის კლების პირობებში, 8%-ით გაიზარდა ავტომობილების რეექსპორტი. წელს 8 თვეში ქვეყნიდან $1.48 მილიარდის ღირებულების 68 ათასი ავტომობილის, რეექსპორტი მოხდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმპორტირებული ავტომობილების 74% საქართველოდან რეექსპორტზე გაიყვანეს.
საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი მომწოდებელი აშშ-ია, საიდანაც 2024 წლის 8 თვეში $1.07 მილიარდის 89 ათასი ავტომობილი შემოვიდა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 18%-ით ნაკლებია, ამასთან აშშ-დან იმპორტირებული ერთი ავტომობილის საშუალო ფასმა წელს $12 ათასი შეადგინა.