S&P Global-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს მსოფლიო ბაზარზე 292,000 ტონა სპილენძის დეფიციტი იქნება.
სპილენძის მადნები და კონცენტრატები, შემცირების მიუხედავად, საქართველოსთვის მაინც მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ის 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილს იკავებდა(მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, მესამეზე კი ადგილს ფეროშენადნობები იკავებს).
გასულ წელს, საქართველოდან სპილენძის მადნები და კონცენტრატების ექსპორტი 53.7%-ით შემცირდა და $474 მლნ. შეადგინა. კლების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე მისი ღირებულების და მოთხოვნის შემცირება იყო.
2024 წლის თებერვალში სპილენძის გლობალური ფასი თვიურად 1.2%-ით შემცირდა.
Galt&Taggart-ის შეფასებით, სპილენძის კონცენტრატების შეზღუდული ბაზარი სპილენძის ფასზე დადებითად მოქმედებს.
Hernan Videla-ს, ჩილელ მწარმოებელს, ოპერაციების დროებით შეჩერება მოუხდა, რადგან მომპოვებელ კომპანიებს აღარ შეეძლოთ ქარხნის მომარაგება.
გადაზიდვის პრობლემებმა წითელ ზღვასა და პანამის არხში ლონდონის მეტალურგიული ბირჟის მარაგები ექვსთვიან მინიმუმამდე შეამცირა. საპირწონედ, მზარდია ჩინური მარაგები, თუმცა მისი კლებაა მოსალოდნელი მარტიდან, ადგილობრივი მოთხოვნის გამოცოცხლების ფონზე.
სპილენძზე უარყოფითი გავლენა აქვს (სესხის დაბალი პროცენტი ეკონომიკაში სპილენძის მოთხოვნაზე დადებითად მოქმედებს) ცენტრალური ბანკების საპროცენტო განაკვეთების კლების გადავადებას.
მიუხედავად ამისა, S&P Global-ის მიხედვით, 2024 წელს ბაზარზე 292,000 ტონა სპილენძის დეფიციტი იქნება. შესაბამისად, საქართველოდან მისი ექსპორტის ზრდის ალბათობა მატულობს.