საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, წელს, პირველ 6 თვეში, საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან შესული თანხის მოცულობა.
წელს, 6 თვეში, ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 169 მლნ ლარზე მეტი შევიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 39%-იანი ზრდაა (2022 წლის 6 თვეში 121,7 მლნ ლარამდე იყო).
თითქმის 3-ჯერ არის გაზრდილი უბილეთოდ მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმები. წელს, იანვარ-ივნისში, ბიუჯეტში უბილეთო მგზავრებისთვის გამოწერილი ჯარიმების სახით 190,8%-ით მეტი თანხა შევიდა, ვიდრე 2022 წლის პირველ ნახევარში.