რამდენიმე ჩინურმა კომპანიამ რუსეთში საქონლის მიწოდება შეაჩერა ევგენი პრიგოჟინის სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო.
პროდუქციის რუსეთში მიწოდება შეწყვიტეს ტანსაცმლის, ავტონაწილებისა და სხვადასხვა აღჭურვილობის მწარმოებლებმა, – ამის შესახებ Reuters წერს.
ამბოხების დასრულების შემდეგაც კი, ზოგიერთი ჩინური კომპანია თავს იკავებს ექსპორტის განახლებისგან, რადგან ჩინელი ბიზნესმენები დარწმუნებულნი არ არიან, რომ არეულობა კიდევ არ მოხდება.