რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრაზე, რომელიც ეძღვნება უკრაინის ომის მშვიდობიან მოგვარებას, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „მიისწრაფვის ნებისმიერი დავის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“.
სამშვიდობო შეთანხმებაზე საუბრისას, მან მაგალითად მოიყვანა 2022 წლის გაზაფხულზე რუსული არმიის უკან დახევა კიევიდან:
„ფაქტობრივად, შეთანხმებული იყო ხელშეკრულების პროექტი, მაგრამ კიევიდან ჩვენი ჯარების გაყვანის შემდეგ. ჩვენ გვთხოვეს ამის გაკეთება, რათა შეგვექმნა პირობები საბოლოო შეთანხმების დასადებად- კიევის ხელისუფლებამ მიატოვა ყველა წინა შეთანხმება“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა უარი თქვა შეთანხმებების დეტალების გამჟღავნებაზე და აღნიშნა, რომ „ეს კორექტული არ იქნება“.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი „დაიწყო დასავლეთმა“, რომელმაც „დაიწყო უკრაინის ნატოში შეყვანა“, ხოლო რუსეთისთვის უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს „ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს“.