შოვში, სამძებრო სამუშაოების შედეგად, დღეს, 14 აგვისტოს, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს და შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედართან ერთად ნაპოვნია ადამიანის სხეულის ფრაგმენტი. ჯერ დაუდგენელია, ვის ეკუთვნის ეს ფრაგმენტი, უკვე ნაპოვნ ადამიანებს თუ ჯერ კიდევ დაკარგულად მიჩნეულებს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი და კიდევ 8 ადამიანის ძებნა გრძელდება.
გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ.