შოვში, მეწყრულ ზონასთან მისვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რადგან ხიდი წაღებულია.
დაზიანებული მონაკვეთი სოფელ გლოლას შემდეგ, შოვის შესასვლელიდან იწყება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დაზიანებულია ცენტრალური გზა, ღვარცოფმა წაიღო გზის ნაწილი.
გართულებულია სტიქიის ზონაში ჩარჩენილ ადამიანებთან კონტაქტიც.
რაჭაში, შოვში მთას მიწის დიდი ნაწილი მოწყდა და მეწყერი დასახლებულ ტერიტორიაზე ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები.