თებერვალში შვეიცარიული საათების გაყიდვები შემცირდა. ექსპორტზე უარყოფითად იმოქმედა ჰონგ კონგისა და ჩინეთში შემცირებულმა მოთხოვნამ.
შვეიცარიის საათების საწარმოთა ფედერაციის მონაცემებით, თებერვლის თვეში ქვეყნიდან ექსპორტზე $2.43 მილიარდის ღირებულების საათები გაიტანეს, რაც 3.8%-იანი კლებაა.
2023 წლის თებერვალში ჰონგ კონგში გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც ჩინეთსა და ჰონგ კონგს შორის საზღვრის ხელახალი გახსნით იყო გამოწვეული. იმ პერიოდში ფუფუნების საგნების შესაძენად ჰონგ კონგში უამრავი ვიზიტორი ჩავიდა.
მიმდინარე წლის თებერვალში კი ჩინეთში, სიდიდით მეორე ბაზარზე, ექსპორტი შემცირდა 25%-ით და $213,4 მილიონი შეადგინა. ჰონგ კონგში ექსპორტი 19%-ით დაეცა და $194,6 მილიონი შეადგინა.
ევროპის ქვეყნების უმეტესობაში საშუალო 3,5%-იანი კლება დაფიქსირდა.
გასულ თვეში შვეიცარიული საათების მიწოდება აშშ-ში გაიზარდა 5.5%-ით და $410.8 მილიონი შეადგინა, თუმცა, ამანაზიაში გაყიდვების დაბალი მაჩვენებელი ვერ გადაფარა.
დაიკლო ფასმაც. გაიაფება უმეტესად შეეხო მაღალი საფასო სეგმენტის საათებს. ყველაზე მეტად, 14%-ით დაეცა $600-დან $3300-მდე საფასო სეგმენტის საათების ფასი.