შეერთებულმა შტატებმა ირანთან დადებული ფარული შეთანხმებით არაოფიციალურად გააუქმა მას სანქციების ნაწილი, რათა ირანის ნავთობი უფრო აქტიურად შევიდეს მსოფლიო ბაზარზე და ჩაანაცვლოს რუსული ნავთობი. ამის შესახებ Bloomberg წერს.
„ორ ქვეყანას შორის საიდუმლო დიპლომატიის პროგრესი გამოვლინდა პატიმრების გაცვლაში, გაყინული აქტივების გათავისუფლებაში. არ არის გამორიცხული შეღავათი ირანის მიერ ურანის გამდიდრებასაც კი შეეხოს. მათ ასევე, როგორც ჩანს, მიაღწიეს არაოფიციალურ შეთანხმებას ნავთობის ნაკადებზეც”, – წერია სტატიაში.
თეირანმა აღადგინა ნავთობის წარმოება იმ დონეზე, რაც ხუთი წლის წინ ჰქონდა, სანამ მას აკრძალვებს დაუწესებდნენ. ის ამარაგებს ჩინეთს გაზრდილი რაოდენობით.
შედეგად, მიწოდება გაიზარდა მსოფლიო ბაზარზე, რამაც ფასები შეამცირა. ეს შეიძლება მომგებიანი იყოს ჯო ბაიდენისთვის, რომელიც საარჩევნო კამპანიის დაწყებას აპირებს .
Bloomberg აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი არ მოითმენს ირანული ნავთობის შესყიდვას მისი პარტნიორების (სამხრეთ კორეა, იაპონია თუ ევროპის ქვეყნები) მიერ, მაგრამ მშვიდად არის ჩინეთში გაყიდვების გაფართოებაზე.
თეირანი პეკინს თავის ნავთობზე დიდ ფასდაკლებებს სთავაზობს, რათა კონკურენცია გაუწიოს რუსეთის მიწოდებას, რომელზეც ევროპამ უარი თქვა. ტრეიდერების თქმით, ირანი ჩინეთს ბარელ Brent-ს $10-ზე მეტი ფასდაკლებით აძლევს.
ცნობისთვის, შეერთებულმა შტატები ირანისთვის სანქციების შემსუბუქებას რუსეთისთვის დრონების მიწოდების შეწყვეტის სანაცვლოდ იწყებს.