სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობა საკურორტო ზონებში არსებულ 10 კვების ობიექტში გამოავლინა. დარღვევები შეეხებოდა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და მიკვლევადობას.
შემოწმება ჩატარდა გურიასა და აჭარაში – ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში.
სულ ჯამში შემოწმდა 150-მდე ბიზნესოპერატორი.
ინსპექტირების შედეგად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.