ინდური ავიაკომპანია IndiGo 500 სამგზავრო თვითმფრინავს ყიდულობს Airbus-ისგან, რაც ყველაზე დიდი შენაძენია ავიაციის ისტორიაში.
უცნობია, რა თანხაზე შეთანხმდნენ IndiGo და Airbus, თუმცა, გარიგების ღირებულება, სავარაუდოდ, ათობით მილიარდ დოლარს მიაღწევს.
„ამ მასშტაბის შეკვეთა არავის გაუკეთებია. ეს ინდური ავიაციის დიდ პოტენციალზე მეტყველებს“, – თქვა IndiGo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ელბერსმა.
ნიუ დელიში დაფუძნებულმა IndiGo-მ კიდევ ერთი მასშტაბური ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ გააფორმა Boeing-თან. მან ამერიკული მწარმოებლისგან 470 თვითმფრინავი იყიდა.
ინდური ავიაკომპანია ამგვარად ცდილობს, დააკმაყოფილოს საშუალო კლასის მომხმარებლების მხრიდან არსებული გაზრდილი მოთხოვნა საჰაერო გადაადგილებაზე.