საქართველოში ცოცხალი ყვავილების იმპორტი ყოველწლიურად იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანამ $5,126 მლნ. ღირებულების 1 718 ტონა მოჭრილი ყვავილები და კოკრები იყიდა, რაც ბოლო 15 წლის რეკორდული მაჩვენებელია. (ცნობისათვის, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე ყვავილების ექსპორტზე მონაცემები 2009 წლიდან არის ხელმისაწვდომი).
2009 წელს იმპორტით სულ რაღაც $1,758 მლნ-ის 302,3 ტონა ცოცხალი ყვავილი შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წლის შემდეგ, ყვავილების იმპორტის წლიური მაჩვენებელი $3,3 მლნ-ს არ სცდებოდა. შარშან, იმპორტმა რეკორდი მოხსნა და ქვეყანამ როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად, ყველაზე დიდი რაოდენობით ყვავილი იყიდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში ყვავილი ჯამში 16 ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა ყველაზე მსხვილი იმპორტიორები არიან – ეკვადორი, სომხეთი, თურქეთი, ნიდერლანდები და კენია.
top 5 იმპორტიორი ქვეყანა(2023 წელი):
· ეკვადორი – $1,602 მლნ/325,9 ტონა (საშუალო ფასი ტონაზე $4 931)
· სომხეთი – $1,362 მლნ/680 ტონა (საშ. ფასი ტონაზე $2 003)
· ნიდერლანდები – $1,256 მლნ/ 97,7 ტონა (საშ. ფასი ტონაზე $12 900 )
· თურქეთი -$400,5 ათასი/487 ტონა (საშ.ფასი ტონაზე $822)
· კენია – $348,7 ათასი/ 95,6 ტონა (საშ. ფასი ტონაზე $3 632 )
ამასთან, 2023 წელს საქართველოში მცირე რაოდენობით მოჭრილი ყვავილების და კოკრების იმპორტი განხორციელდა ეთიოპიიდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ინდოეთიდან და ა.შ.