არაბიკას ყავის ფიუჩერსები ნიუ-იორკის ბირჟაზე 5%-ით გაძვირდა და კილოგრამის ფასი $1700-ს აღემატება, რაც რეკორდული მაჩვენებელია 1972 წლის შემდეგ. ამის შესახებ Bloomberg წერს.
არაბიკას ფასი წლის დასაწყისიდან უკვე 80%-ით არის გაზრდილი. სიტუაციას ართულებს ძლიერი გვალვა ბრაზილიაში, რომელიც არაბიკას წამყვანი მწარმოებელი ქვეყანაა. არახელსაყრელი კლიმატური პირობებია ვიეტნამშიც, რომელიც იაფი რობუსტას უმსხვილესი მწარმოებელია. ყავის გაძვირების გამო ფასები გაზარდეს და ფასდაკლებები გააუქმეს კაფეებმა მსოფლიოს მასშტაბით.
ბრაზილიაში მოსავლის პროგნოზი ნეგატიურია. წინასწარი გათვლებით, მომავალ სეზონზე ქვეყანა კიდევ უფრო მცირე მოსავალს მიიღებს. შესაბამისად, დეფიციტი ემუქრება ყავის ინდუსტრიას და 2025-2026 წლების სეზონი ზედიზედ მეხუთე დეფიციტური წელი იქნება.