2024 წლის პირველ ნახევარში ქონების დაზღვევიდან ყველაზე მეტი მოგება“ალდაგმა” მიიღო – 9 მლნ ლარზე მეტი, “თიბისი დაზღვევამ” 7.5 მილიონი ლარი. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 6 თვის ანგარიშის თანახმად, ქონების დაზღვევის მიმართულებას ეს ორი კომპანია ლიდერობს.
მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქონების დაზღვევის ბაზარი წლიურად 10.5%- ზრდას ინარჩუნებს, თუმცა მისი წილი მთლიან სადაზღვევო პროდუქტებში მცირდება.
2024 წლის პირველი ნახევრის ანგარიშით, ქონების დაზღვევის შედეგად სექტორის მიერ მოზიდული ჯამური პრემია 73 მლნ ლარია, მთლიანი ბაზრის (₾ 712 მლნ), რაც 10.2%-ით (H1/2023- 11.2%) მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
კონცენტრაცია კვლავ მაღალია. სადაზღვევო ბაზრის ამ სეგმენტის 48%, ₾35.2 მლნ-ით “ალდაგს” უკავია (H1/2023 – 47%; ₾31 მლნ). თუმცა “თიბისი დაზღვევა” უფრო მზარდია, 12.7 მლნ ლარის მოზიდული პრემიით, 17%-იანი წილი უკავია (H1/2023 – ₾10.8 მლნ, 17%). 10%-იანი წილით №3 (₾7.4 მლნ) არის კომპანია “ჯიპიაი”.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ქონების დაზღვევით “ალდაგის” გამომუშავებული პრემია 9.4 მლნ ლარია, “თიბისი დაზღვევის” 7.5 მლნ ლარი.
2024 წლის 6 თვის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებს 145 მილიონი ლარის სადაზღვევო მოგება აქვთ მიღებული, ხოლო წმინდა მოგებამ 67 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდში მიღებულ მოგებას, (34 მლნ. ლარი) 2-ჯერ აღემატება.
6 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 712 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 121 მილიონი ლარით გაზრდილი მაჩვენებელია. მოზიდული სადაზღვევო პრემიის ოდენობით დაზღვევის შემდეგი 5 სახეობა ლიდერობს:
- სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევა – 341 მლნ. ლარი;
- სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა -131.5 მლნ. ლარი;
- ქონების დაზღვევა – 73.1 მლნ. ლარი;
- სიცოცხლის დაზღვევა – 54.7 მლნ. ლარი;
- სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა – 16 მლნ. ლარი.
სადაზღვევო ბაზარზე ოპერირებად 19 კომპანიას შორის, ამ დროისთვის მხოლოდ 2-ია საერთაშორისო რეიტინგით.
“თიბისი დაზღვევამ” Fitch Ratings-გან, საქართველოს სუვერენული რეიტინგის მაქსიმუმი BB მიიღო, სტაბილური პროგნოზით.
“ალდაგმა” კი, AM Best-მა წელს ივლისში რეიტინგი გაუუმჯობესა BB+-მდე, პოზიტიური პროგნოზით.
“თიბისი დაზღვევა” 7 წელია რაც ბაზარზეა, “ალდაგი” კი 30 წელზე მეტია.
ტოპ-4 სადაზღვევო კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები(იანვარ-ივნისი, 2024წ):
კაპიტალი | წმ. მოგება | აკუმ. მოგება(ზარალი) | |
ალდაგი | 77.6 | 10.2 | 53.3 |
TBC დაზღვევა | 60.7 | 17.5 | 35.8 |
ჯიპიაი | 36.8. | 4.2 | 7.4 |
უნისონი | 22.9 | 5.7 | (-12.8) |
.H1/2024 (მლნ ₾)