ქართული ღვინის ექსპორტი იზრდება, მაგრამ ბოლო წლებში საშუალო საექსპორტო ფასი იკლებს.
TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასმა $2,49 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 16%-ით ნაკლებია.
2022 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. საქართველოდან ექსპორტირებულია თითქმის 133 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც 26%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით.
ქართული ღვინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. შემოსავლების თვალსაზრისით, რუსეთის წილმა ქართული ღვინის ინდუსტრიის მთლიან შემოსავალში 2022 წელს 64%-ს მიაღწია, რაც 2014 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დონეა.
ევროპისა (13%) და დსთ-ის (8%) ქვეყნები ქართული ღვინისთვის 3 Top ბაზარს შორის არიან.