საქართველოში ღვინის წარმოება იზრდება. საქსტატის მონაცემების თანახმად, ბოლო სამი წლის განმავლობაში ზრდა 1-6%-ის ფარგლებშია.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2024 წელს ამ ინდუსტრიის ზრდა 5% იქნება და პროგრესის ძირითადი წყარო იქნება რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდა და ადგილობრივი მოხმარების მატება გაზრდილი ეკონომიკური აქტივობისა და ტურიზმის გავლენით.
2023 წელს ღვინის მწარმოებელი კომპანიების მთლიანი ბრუნვა 1,038 მილიარდ ლარს შეადგენდა.
გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, კომპანიების ბრუნვამ მცირედით მოიმატა, რაც გაზრდილი ადგილობრივი მოხმარების დამსახურება იყო. ხოლო ექსპორტი შემცირდა.
რაც შეეხება პროგნოზს, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მიმდინარე წელს ღვინის კომპანიების საერთო ბრუნვა 1.086 მილიარდ ლარს მიაღწევს. ზრდა უმეტესად ექსპორტის ხარჯზე მოხდება.
რაც შეეხება 2025 წელს, თიბისი კაპიტალი ბრუნვის 1,147 მილიარდ ლარამდე ზრდას ვარაუდობს.