ქართული თხილის ექსპორტი მცირდება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში $26.224 მლნ-ს ღირებულების (3 715 ტონა) ნაჭუჭგაცლილი თხილი გავიდა, ეს კი წინა წელთან შედარებით 10.6%-ით ნაკლებია. შარშან თხილის ექსპორტიდან შემოსავალმა $29.340 მლნ შეადგინა (5 486 ტონა).
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს შარშანდელთან შედარებით ექსპორტის ყველაზე დიდი კლება გერმანიაში, $1.306 მლნ, (2023 წელი – $5.310 მლნ), იტალიასა $1.657 მლნ (2023 წელი – $5.030 მლნ) და თურქეთში $48.2 ათასი (2023 წელი – 2.648 მლნ) ფიქსირდება.
რაც შეეხება წლევანდელ ექსპორტიორ ქვეყნებს, ნაჭუჭგაცლილი თხილი ოთხ თვეში 33 ქვეყანაში გავიდა, ყველაზე დიდი რაოდენობით:
- ესპანეთში – 728 ტონა -$5.521 მლნ-ს ღირებულების(საშ. ფასი კილოგრამზე $7.6);
- რუსეთი – 288 ტონა- $1.990 მლნ. თხილი გაიყიდა(საშ. ფასი $6.9);
- საფრანგეთი – 217 ტონა- $1.706 მლნ(საშ. ფასი $7.8);
- სომხეთი – 335.5 ტონა-$1.663 მლნ(საშ. ფასი $5);
- იტალია- 239 ტონა- $1.657 მლნ(საშ. ფასი $6.9).
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელებს, 2023 წელს $73.964 მლნ-ს ღირებულების 13 123 ტონა თხილი მსოფლიოს 44 ქვეყანაში გავიდა. ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტი გერმანიაში განხორციელდა – $11.081 მლნ-ს; მეორე ადგილზე იყო იტალია – $8.556 მლნ-ს ღირებულებით, მესამეზე ესპანეთი – $6.568 მლნ-ს ღირებულებით. შარშან ერთი კილოგრამის საექსპორტო ფასმა საშუალოდ $5.6 შეადგინა.