სებ-ის სტატისტიკური მონაცემებით, კომერციულ ბანკებში არარეზიდენტების მიმდინარე ანგარიშებზე, სექტემბრის მდგომარეობით, 2.34 მლრდ ლარია განთავსებული და აქედან 92.5% -2.16 მლრდ ლარის ეკვივალენტია უცხოურ გალუტაში.
ბანკების არარეზიდენტმა კლიენტებმა ანგარიშებიდან 3 მლრდ ლარამდე თანხები გაიტანეს, ძირითადად დოლარში. ევროს განაღდებებზე 284 მლნ ლარის ექვივალენტი მოდის. ამასთან, ანალიტიკოსების განმარტებით, ეს არ გულისხმობს მთლიანი რესურსის მიმოქცევაში გაშვებას. უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა თანხის ნაწილი შესაძლოა გაანაღდეს. ნაწილი კი ვადიან საანაბრე ანგარიშზე ან სხვა ინსტრუმენტში გადაიტანეს.
მთლიანად, სხვა ქვეყნის მოქალაქეების ანგარიშებზე, ვადიანი და მოთხოვნამდე საანაბრე ანგარიშების ჩათვლით, 01.09.2024-ის მდგომარეობით, 10.3 მლრდ ლარამდეა. აქედან ლარშია 2.3 მლრდ-მდე. 5.8 მლრდ ლარის ეკვივალენტია აშშ დოლარში და ₾2.03 მლრდ-ის ევროში. შვეიცარიულ ფრანკში დენომინირებულია 17.5 მლნ ლარის, რუსულ რუბლში კი დაახლოებით 25 მლნ ლარის, 750 მილიონი რუბლის (აქედან, მიმდინარე ანგარიშებზე 24.8 მლნ ლარი) 01.08.2024 -თვის რუსულ რუბლში ანგარიშებზე 34 მილიონი ლარის ეკვივალენტი იყო განთავსებული. ქართულ ბანკებში მიმდინარე, მოთხოვნად და ვადიან ანგარიშებზე ყველაზე მეტი რუბლი – 48.5 მლნ ლარის, 01.08.2023 -ვის იდო.
გაცხადებულია, რომ დსთ-ს მოქალაქეების წილი შემცირდა.
საქართველოს საბანკო სექტორში რუსეთის მოქალაქეების გაზრდილი დეპოზიტები გახდა ბანკებისთვის ლიკვიდობის მოთხოვნის 40%-დან 80%-მდე გამკაცრების საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი შემოდინებები არასტაბილურია, აღნიშნული არხით მოზიდული რესურსის დაკრედიტებისკენ მიმართვა მიზანშეუწონელია.
ცნობისთვის, საბანკო ანგარიშზე რუბლის განთავების საკომისიო 10%-ია. ხოლო სხვა ვალუტების შემთხვევაში, საკომისიო 0%-ს შეადგენს.
რადგან ქვეყანაში შემოსული ბელარუსების 35%-მდე, რუსების 28%-მდე და უკრაინელების 30% -32%1 წელზე მეტია უკვე საქართველოშია, მათ სსფ-ის სტანდარტით, რეზიდენტის სტატუსი ესადაგებათ.