საქართველოდან საზღვარგარეთ სასწავლებლად გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამონაკლისი მხოლოდ პანდემიის მეორე – 2020-21 სასწავლო წელი იყო, როდესაც ქვეყნის უნუვერსიტეტებიდან უცხოეთში სასწავლებლად მხოლოდ 289 სტუდენტი გაიგზავნა.
რაც შეეხება წინა – 2019-20 სასწავლო წელს, მაშინ უცხოეთში სასწავლებლად 484 სტუდენტი გაიგზავნა, 2022-23 წლებში – 723 სტუდენტი, 2023-24 სასწავლო წელს კი საქართველოს უნივერსიტეტებიდან უცხოეთში სასწავლებლად 879 სტუდენტი წავიდა.
ამავე სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე მეტი სტუდენტი გერმანიაში მიდის, შემდეგია ლიეტუვა და თურქეთი.
2023-24 სასწავლო წელს Top-10 ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება:
- გერმანია – 157 სტუდენტი
- აშშ – 82 სტუდენტი
- ესპანეთი – 56 სტუდენტი
- ლიეტუვა – 57 სტუდენტი
- თურქეთი – 54 სტუდენტი
- საფრანგეთი – 49 სტუდენტი
- იტალია – 42 სტუდენტი
- პოლონეთი – 38 სტუდენტი
- ავსტრია – 34 სტუდენტი
- ჩეხეთის რესპუბლიკა – 20 სტუდენტი