ულტრამემარჯვენე დეპუტატებმა, მოლოდინის მიუხედავად, ევროპარლამენტის არჩევნებზე საკმარისი რაოდენობის მანდატები ვერ მიიღეს, ცენტრისტული ძალების გადასაწონად.
ასეთია პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის წინასწარი შედეგები.
უკვე ცნობილია, რომ მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია (EPP) ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფი გახდება ახალ მოწვევის ევროპარლამენტში. ხოლო ცენტრისტული, ლიბერალური და სოციალისტური პარტიები უმრავლესობას შეინარჩუნებენ, როგორც წინა მოწვევის დროს ჰქონდათ.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, EPP-ს, ლიბერალურ განახლებულ ევროპასა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (S&D) დაახლოებით 403 მანდატი ექნება.
ევროპის სახალხო პარტიის წამყვან კანდიდატს ურსულა ფონ დერ ლაიენს სჭირდება 361 ევროპელი დეპუტატის ხმა, კომისიის პრეზიდენტის პოსტის მეორე ვადით დასაკავებლად.
სიტუაცია ფონ დერ ლაიენის სასარგებლოდ გამოიყურება, თუმცა მოსალოდნელია, რომ კოალიციის ყველა დეპუტატი არ მისცემს მას ხმას და შეიძლება სხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატების მხარდაჭერა დასჭირდეს.
ევროსკეპტიკურ მემარჯვენე პარტიას ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR) 73 ადგილი ექნება, ხოლო ულტრამემარჯვენე Identity and Democracy (ID) – 58-ს მიიღებს. ამრიგად, ეს ორი მემარჯვენე ჯგუფი ერთად იბრძვის 131 ადგილისთვის – ეს ნაკლებია ვიდრე გამოკითხვები აჩვენებდა.
თუმცა, რამდენად დიდი გავლენა ექნებათ ევროსკეპტიკურ პარტიებს, დამოკიდებული იქნება მათ უნარზე, დაძლიონ განსხვავებები და ერთად იმუშაონ. ისინი ახლა დაყოფილია ორ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს შორის და ზოგიერთი პარტია და კანონმდებელი, მათ შორის ვიქტორ ორბანის Fidesz და ალტერნატივა გერმანიისთვის, კვლავ ამ ჯგუფების მიღმა არიან.
არჩევნები ემანუელ მაკრონის პარტიის მარცხის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა.
მარცხის გამო გადადგა ბელგიის პრემიერ მინისტრი ალექსანდრე დე კროო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის პარტიამ Fidesz-ს ყველაზე უარესი შედეგი აქვს არჩევნებში, უნგრეთის პოლიტიკაში ახალი პოლიტიკური სახის პიტერ მაგიარის გამოჩენის ფონზე.
იტალიაში პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონის კონსერვატიულმა პარტიამ ამომრჩეველთა 28,9%-ის მხარდაჭერა მიიღო.
გერმანიაში ოლაფ შოლცის კოალიციამ მარცხი განიცადა. ხმების უმრავლესობა ოპოზიციას და უკიდურეს მემარჯვენეებს აქვთ.
პოლონეთში ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის პარტიამ მცირე სხვაობით გადაუსწრო წინა ხელისუფლებაში მყოფ მმართველ პარტიას „კანონი და სამართალი”.
კვიპროსში, 24 წლის იუთუბერი ფიდიას პანაიოტუმ გაიმარჯვა, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს. პანაიოტუს დაახლოებით 2.6 მილიონი გამომწერი მის YouTube არხზე ჰყავს.
იანვარში თავისი კანდიდატურის წარდგენისას ბლოგერმა თქვა, რომ არ აქვს ცოდნა პოლიტიკაში, მაგრამ მზად არის ისწავლოს.
ევროპარლამენტის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება ჰქონდა დაახლოებით 360 მილიონ ამომრჩეველს, რომელმაც 720 დეპუტატი უნდა აირჩიოს.