უკრაინას ასობით მილიონი დოლარი აქვს გადახილი იარაღში, რომელიც ჯერაც არ მიუწოდებიათ ან ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ მათი მხოლოდ დაშლა და ნაწილებად გამოყენება შეიძლებოდა. ამის შესახებ New York Times უკრაინის მთავრობის ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, 2022 წლის ბოლოსთვის კიევმა იარაღის მომწოდებლებს, მათ შორის, სახელმწიფო კომპანიებს, $800 მილიონზე მეტი გადაუხადა, მაგრამ მათ კონტრაქტები სრულად ან ნაწილობრივ დაარღვიეს.
დაკარგული იარაღის ნაწილი უკრაინამ საბოლოოდ მოიპოვა, ნაწილის შემთხვევაში კი, შუამავლებს თანხა უკან დააბრუნებინეს.