„უკრაინა ცვლის თავდასხმის სტრატეგიას”, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის და უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული რუსული არმიის გამოფიტვაზე და არა წინსვლაზე.
„ამჟამად ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანა არის ცოცხალი ძალის, აღჭურვილობის, საწვავის საცავების, სამეთაურო პუნქტების, არტილერიისა და რუსული არმიის საჰაერო თავდაცვის ძალების მაქსიმალური განადგურება. ბოლო დღეები ამ მხრივ, განსაკუთრებით ნაყოფიერი გამოდგა. ახლა მტრის განადგურებისთვის ბრძოლა კილომეტრებისთვის ომის ტოლფასია. რაც უფრო მეტი მათგანი იქნება განადგურებული, უფრო მეტი ტერიტორია იქნება გათავისუფლებული“, – დაწერა დანილოვმა საკუთარ ტვიტერზე.