Galt&Tagart-ის შეფასებით, 2023 წლის მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 17.6%-ით გაიზარდა და $304 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ჯამურად კი, 2023 წლის პირველ 5 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა $1,350 მილიარდი შეადგინა, რაც 60.5%-იანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2023 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი $250 მილიონი იყო, რაც 32.6%-იანი ზრდა იყო. ჯამურად, 2023 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1,045 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის 80%-იანი ზრდის ტოლფასი იყო.