2023 წელს ტერა ბანკის წმინდა მოგებამ 30,286 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2 მლნ ლარზე მეტად არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით. 2022 წელი ბანკმა 28,266 მლნ ლარის მოგებით დახურა. ამის შესახებ ბანკის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში არის აღნიშნული.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ტერა ბანკის აქტივები შეადგენს 1,686 მილიარდ ლარს, ვალდებულებები კი 1,436 მლრდ ლარს.
ამასთან, ბანკმა 2023 წელს საპროცენტო შემოსავლებიდან 164,284 მლნ ლარი მიიღო, საკომისიო შემოსავლებით კი 11,273 მლნ ლარი.
ცნობისათვის, ტერა ბანკი ქართულ ბაზარზე 1999 წლიდან გამოჩნდა. 2015-2016 წლებში განხორციელებული რებრენდინგის შედეგად, ბანკმა პოზიციონირება, ფილიალების კონცეფცია თუ კომუნიკაცია მთლიანად შეცვალა და ფუნქციონირება სრულიად განახლებული სტრატეგიით გააგრძელა.