საქართველოს მთავრობამ შიდა ფრენებზე ტენდერის გამოცხადების ნებართვა გასცა. მთავრობის 28 მარტის განკარგულების მიხედვით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ტენდერის საშუალებით მომსახურების მყისიერი შესყიდვა დაევალა.
გამოქვეყნებული განკარგულებით, დაგეგმილია თბილისი-ბათუმი-თბილისის, ასევე მესტია-ბათუმი-მესტიის, თელავი-ბათუმი-თელავისა და სხვა, ჯამში 11 ადგილობრივი ავიარეისების შესრულება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამურად $8 651 113 (ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში) გამოიყოფა.
თბილის-ბათუმის შემთხვევაში სახელშეკრულებო თანხა არაუმეტეს $3 049 973 უნდა იყოს, მესტია-ბათუმის კი $5 601 140.
უფრო კონკრტულად, განკარგულების მიხედვით, ბათუმი-თვილისის ავიარეისების შემთხვევაში მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხის ნაწილის დაფინანსება ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდება. კერძოდ, 2024 წელს – 1 806 333 ლარი, 2025 წელს 2 998 513 ლარი, ხოლო 2026 წელს 1 192 180 ლარი. განკარგულების თანახმად, დანარჩენი თანხის ანაზღაურება ბილეთებიდან შესული თანხით მოხდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისი-ბათუმის ხაზზე ხომალდის მინიმალური ტევადობა 40 მგზავრი უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი $114,83-ით განისაზღვრება.
გარდა ამისა, მთავრობის კიდევ ერთი განკარგულების თანახმად, ავიარეისები განხორციელდება მესტია-ბათუმი-მესტიისა და თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებებით.
განკარგულების თანახმად, მესტია-ბათუმის მიმართულებაზე ხომალდი 15 ადამიანის ტევადობის უნდა იყოს, ხოლო ბილეთის ფასი $168 იქნება. რაც შეეხება თელავი-ბათუმს, ამ შემთხვევაში ხომალდი 40 მგზავრზე იქნება გათვლილი და ბილეთის ფასი $129-ით განისაზღვრება.
მომსახურების შესყიდვა ამ შემთხვევაშიც აეროპორტების გაერთიანებას დაევალა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგნს $5 601 140. აღსანიშნავია იცის, რომ მომწოდებელმა ხელშეკრულების ფარგლებში ავიარეისები შემდეგი მიმართულებებით უნდა შეასრულოს:
- მესტია-ბათუმი-მესტია – 15 ადგილი, $168
- თელავი-ბათუმი-თელავი – 40 ადგილი, $129
- მესტია-ქუთაისი-მესტია – 15 ადგილი, $110
- მესტია-თბილისი-მესტია – 15 ადგილი, $182
- მესტია-ამბროლაური-მესტია – 15 ადგილი, $75
- მესტია-თელავი-მესტია – 15 ადგილი, $187
- თბილისი-ამბროლაური-თბილისი – 40 ადგილი, $103
- თელავი-ამბროლაური-თელავი – 40 ადგილი, $108
- თბილისი-ქუთაისი-თბილისი – 40 ადგილი, $77
- თელავი-ქუთაისი-თელავი – 40 ადგილი, $87
- თელავი-თბილისი-თელავი – 40 ადგილი, $50