TBC Capital-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის სექტემბერში, თბილისში უძრავი ქონების ფასმა კვლავ მოიმატა.
სექტემბერში უძრავი ქონების გასაყიდი ფასი $1,244-ს გაუტოლდა, რაც წლიურ 6%-იან და თვიურ
1%-იან ზრდას შეადგენს.
ფასის ზრდა უფრო მაღალი იყო ახალ ბინებზე. საშუალო გასაყიდი ფასი ახალი ბინებისთვის წლიურად 17%-ით, ხოლო თვიურად 2%-ით გაიზარდა. რაც
შეეხება ძველ ბინებს, დაფიქსირდა 5%-იანი წლიური და 1%-იანი თვიური ზრდა.
რაც შეეხება ფასის ზრდას დედაქალაქის უბნების მიხედვით, ახალი ბინების ფასი საგრძნობლად გაიზარდა ისანში, კრწანისსა და გლდანში. რაც შეეხება ძველი ბინების ფასს, ყველაზე მაღალი წლიური ზრდა დიდ დიღომსა და კრწანისში დაფიქსირდა.
2024 წლის სექტემბერში კვ.მ-ის საშუალო ფასი მთაწმინდასა და ვაკეში მცირედით
ჩამორჩება $2000-ს.
საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი ($/კვ.მ) და წ/წ ცვლილება (%), ახალი vs ძველი:
2024 წლის სექტემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების
რაოდენობამ 3,430 შეადგინა, რაც 14%-ით აჭარბებს 2023 წლის სექტემბრის მაჩვენებელს და 9%-ით მეტია გასული თვის მაჩვენებელზე. ეს ძირითადად გამოწვეულია დაბალი სუძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ სექტემბერში $278 მილიონს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 23%-იანი ზრდაა (+11% თ/თ).
2024 წლის სექტემბერში, დიდი დიღომი ინარჩუნებს თბილისში გაყიდული ბინების
რაოდენობის ყველაზე დიდ წილს და მთლიანი გაყიდვების 26%-იან წილს
იკავებს, ხოლო რიგით მეორეზე ადგილზე საბურთალოა, 15%-იანი წილით.
ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა დიდუბეში, დიდ დიღომში, კრწანისში,
სამგორსა და ჩუღურეთში დაფიქსირდა. დიდ დიღომში ყველაზე მეტი ახალი ბინა
გაიყიდა. ძველი ბინების ტრანზაქციების რაოდენობის შემთხვევაშიც ლიდერი
რაიონი დიდი დიღომია, რომელსაც საბურთალო მოსდევს.
გაყიდული ბინების რაოდენობა და წ/წ ცვლილება (%), ახალი vs ძველი: