დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომა იმართება, სადაც ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფებს უნდა გადახედონ.
ახალი ტარიფები უნდა განისაზღვროს შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის, შპს ბათუმის წყალისთვის და შპს საგარეჯოს წყალმომარაგებისთვის.
სემეკი, გადაწყვეტილების მიღებისას, იხელმძღვანელებს იმ გარემოებით, რომ თბილისის წყალმომარაგების კომპანიას – ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს გაზრდილი ხარჯები აქვს, განსაკუთრებით, ახლად შემოერთებული უბნებში მზარდი განაშენიანების და გაზრდილი მოხმარების გამო.
დღევანდელ სხდომაზე ასევე ელექტროენერგიის საფასურს განიხილავენ შპს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის. კომისია ასევე განიხილავს ენერგო–პრო ჯორჯიას მიერ შეტანილ სატარიფო განაცხადს.
ელექტროენერგიაზე ამჟამად არსებული ტარიფები 2021 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს.
მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ახალი ტარიფების მოქმედების ვადად 2025 წლის ბოლო არის დასახელებული, ხოლო წყლის ტარიფის მოქმედების ვადად 2023 წლის ბოლო განისაზღვრა.