2023 წელს საქართველოში 4 მილიონი კგ მოცვის მოსავალი მოვიდა.
მოცვის წარმოება საქართველოში 2019-23 წლებში 8.5-ჯერ გაიზარდა და წლევანდელ სეზონზე 4 მილიონ კგ-მდე მოიკრიფა.
2023 წლისთვის მოცვი 2 000 ჰექტარზეა გაშენებული.
Galt&Taggart-ის შეფასებით, მოცვის ფართობებისა და, შესაბამისად, მოსავლის ზრდა სამთავრობო და დონორების პროგრამებმა განაპირობა.
საქართველოში მოცვის მოსავლიანობა ჰექტარზე 14.5 ტონაა.
Galt&Taggart-ის მკვლევრების გათვლებით, ამჟამინდელი გაშენებული ფართობის გათვალისწინებით, სხვა ბაღების დამატების გარეშეც კი, 2027 წლისთვის საქართველოს მოცვის წარმოება დაახლოებით 25 მილიონ კგ-ს მიაღწევს.
ყველაზე დიდი რაოდენობის მოცვის ბაღები სამეგრელოშია გაშენებული და ამ რეგიონზე ჯამური
ბაღების ფართობის ნახევარი მოდის.
ყველაზე ადრე მოსავალი მოდის იმერეთსა და გურიაში, ხოლო სამეგრელოში ყველაზე დიდხანს
გრძელდება მოსავლის აღება.
სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მოცვის ბაღების საშუალო ინვესტიცია 1 ჰექტარზე 30.9 ათას ლარს შეადგენდა 2017-22 წლებში, ხოლო 2022 წელს საშუალო საინვესტიციო ღირებულება ჰექტარზე 33.3 ათას ლარამდე გაიზარდა.
მოცვის ბაღები გაშენების მე-2 წლიდან უკვე იძლევა გარკვეულ მოსავალს, თუმცა მაქსიმალური მოსავლიანობა 4-7 წელში მიიღწევა.