საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში 40 214 ბავშვი დაიბადა,
მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა.
აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5.0%-ით.
2023 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (13 697
ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).
2023 წელს, საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად
დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით,
რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 39.1%დან 37.7%-მდე,
მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.6%, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 26.6%-დან 27.5%-მდე.
2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5%-დან 24.6%-მდე შემცირდა,
25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6%-დან 69.4%-მდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4%-დან 6%-მდე გაიზარდა.