საქართველოში ფულადი გზავნილები შემცირდა. კლება ძირითადად განაპირობა რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხვების 69,5%-ით შემცირებამ.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაისში საქართველოში სულ $284.308 მლნ გადმოირიცხა, რაც 27% -ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის მაისში ფულადმა გზავნილებმა $390.240 მილიონი შეადგინა.
ქვეყნებს შორის, საიდანაც მიმდინარე წელს მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ლიდერობს იტალია, რომელზეც ფულადი გზავნილების 17% მოდის, მოსდევს რუსეთი 16.9%-ით და აშშ – 16,6%-ით.
ქვეყნების ათეული, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა, ასეთია:
- იტალია – $48.120 მლნ.
- რუსეთის ფედერაცია – $48.105 მლნ.
- აშშ – $47.220 მლნ.
- საბერძნეთი – $22.003 მლნ.
- ისრაელი – $21.783 მლნ.
- გერმანია – $21.734 მლნ.
- ყაზახეთი – $11.340 მლნ.
- თურქეთი – $8.626 მლნ.
- ესპანეთი – $5.643 მლნ.
- ირლანდია – $5.316 მლნ.
იტალიიდან გზავნილები წლიურად 7.74%-ით გაიზარდა. აშშ-დან 22,1%-ით. ფულადი გადმორიცხვების ყველაზე დიდი ზრდა იორდანიიდან ფიქსირდება. ამ ქვეყნიდან გადმორიცხვები წლიურად 382%-ით არის მომატებული.