გასულ წელს საქართველოში არსებული სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულების (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით) რიცხვი, 2021 წელთან შედარებით, 24.6%-ით – 437-ით გაიზარდა და 2 213 შეადგინა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
2022 წელს ამ დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 97.8 ათასი შეადგინა, რაც 11.4%-ით მეტია 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ხოლო ნომრების საერთო რაოდენობა გაიზარდა 6.3%-ით და 45.8 ათასია.
მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 54.5% ინდმეწარმის მფლობელობაშია. 43,8% – შპს და 0,9% სააქციო საზოგადოებაა.
სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.7% კერძო საკუთრებაა, ხოლო 0.3% – სახელმწიფო საკუთრებაში რჩება.