საქართველოში სასკოლო ასაკის მოსახლეობის რიცხვი მცირდება, რაც დემოგრაფიული მდგომარეობის გაუარესების შედეგია.
შობადობის მაჩვენებლის შემცირების გამო, ქვეყანაში სასკოლო ასაკის ბავშვების რიცხვი ბოლო 30 წლის მინიმუმზეა.
Galt&Taggart-ის პროგნოზით, სასკოლო ასაკის მოსახლეობა 2023/24 სასწავლო წელს არსებული 634.3 ათასი მოსწავლიდან 2028/29 წლისთვის 618.0 ათას მოსწავლემდე შემცირდება.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა რაოდენობის საერთო შემცირების მიუხედავად, კერძო სკოლებში ჩარიცხვები გაიზარდა, რაც გამოწვეულია შემოსავლის ზრდით, ურბანიზაციისა და კერძოს სკოლების უპირატესობით.
Galt&Taggart-ის გათვლებით, ეს ტენდენცია გაგრძელდება და კერძო სკოლებში ჩარიცხვების წილი 2023/24 წლებში 10.5%-დან 2028/29 წლებისთვის 11.8%-მდე გაიზრდება და 73,1 ათას მოსწავლეს მიაღწევს.
ცნობისთვის, საქართველოში ახალშობილთა რაოდენობა 2014 წლიდან 2023 წლამდე 20 ათასით შემცირდა.
2023 წელს შობადობის მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში, ისტორიულ მინიმუმზეა.
2014 წლიდან ქვეყანაში მკვეთრად არის შემცირებული როგორც პირველი, ასევე მეორე შვილის გაჩენის შემთხვევები. 2023 წელს 11 194-ით ნაკლები პირველი და 9 647-ით ნაკლები მეორე შვილი გაჩნდა საქართველოში. პარალელურად, იზრდება იმ წყვილების რაოდენობა, რომლებიც მეოთხე და მეხუთე შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებენ. შემცირებულია ქორწინებების რიცხვიც.