საქართველოში საინკუბაციო კვერცხის იმპორტი მნიშვნელოვნად იზრდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ თებერვალში საქართველომ $961.84 ათასის ღირებულების 3 238 410 ერთეული საინკუბაციო კვერცი იყიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი $570.07 ათასის ღირებულების 2 486 280 ერთეული. ზრდა აქ 68.7%-ს შეადგენს.
იმპორტის მოცულობასთან ერთად იზრდება საინკუბაციო კვერცხის ღირებულებაც. თუ წინა წლის იანვარ-თებერვალში ერთ ერთეულის შესყიდვა საშუალოდ $0.23 ღირდა, წელს მისი ფასი $0.30-მდე გაიზარდა. აქ კი მატება 30.4%-ს შეადგენს.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ საინკუბაციო კვერცხი მთლიანად თურქეთში იყიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში კი თურქეთსა და ჩეხეთში.
წელს 2 თვეში თურქეთიდან შემოვიდა $633.36 ათასის ღირებულების 2 028 810 ერთეული საინკუბაციო კვერცხი, ჩეხეთიდან კი $328.48 ათასის ღირებულების 1 209 600 ცალი.