საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესების 72,5% არ მუშაობს – აჩვენებს საქსტატის ბიზნეს-რეგისტრის მონაცემები.
2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ რეგისტრირებული იყო 995 678 ბიზნეს სუბიექტი, რომელთაგან აქტიური მხოლოდ 27,5%-ია.
სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის თავის საქმიანობას მხოლოდ 273 745 სუბიექტი ახორციელებს.
ყველაზე მეტი, 198 255 ბიზნეს სუბიექტი საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობს; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროში 198 255-ია რეგისტრირებული, აქედან მოქმედია მხოლოდ 85 747 (43,2%).
44 634 ბიზნეს სუბიექტია ფიქსირებული დამამუშავებელი მრეწველობაში, თუმცა მათგან აქტიური მხოლოდ 18 336-ია (41%);
შემდეგია, ტრანსპორტი და დასაწყობება, სადაც რეგისტრირებული 35 126 სუბიექტიდან-62,4% ანუ 20 046 მუშაობს.
მას მოსდევს მშენებლობა 34 084 რეგისტრაციით, აქედან მხოლოდ 17 654 (51,8%) არის აქტიური.
რაც შეეხება დანარჩენ დარგებს, სადაც ყველაზე მეტი სუბიექტია რეგისტრირებული, ხუთეული ასე გამოიყურება:
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 25 759 რეგისტრაცია, აქტიური 10 848 (40,7%);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 20 396 რეგისტრაცია, აქტიური – 9 914 (48,6%);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 16 665 რეგისტრაცია, აქტიური 11 434 აქტიური (68,6%);
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები – 12 774 რეგისტრაცია, აქტიური 6 285 (49,2%);
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 9 562 რეგისტრაცია, აქტიური 3 581 (37,4%).