საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 6.3%-ით შემცირდა და 864.5 ათასი სული შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 428.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 3.8%-ით ჩამორჩება.
სულადობის კლების მიუხედავად, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია რძის წარმოება.
წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 170.9 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.8%-ით მეტია.
გაზრდილია ხორცის წარმოება, რომელმაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 22.1%-ით მოიმატა და 18.2 ათასი ტონა შეადგინა.