საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის საქართველოში 4369 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული, რაც მთლიანი ავტოპარკის 0,27%-მდეა.
ერთ წელიწადში მათი რიცხვი 1086 ერთეულით არის გაზრდილი (2022 წელს 3283 ელექტრომობილი).
საქართველოში ავტომობილების უმრავლესობას ბენზინზე მომუშავე ძრავა აქვს – ასეთი 676 851 ავტომობილია, რაც მთლიანი ავტოპარკის 41%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ავტომობილების წილი გაზრდილია. 2022 წელს ბენზინზე მომუშავე მანქანები ავტოპარკის 40,2%-ს შეადგენდა.
ავტომობილების დაახლოებით 19,6%-ს დიზელის ძრავა აქვს.
ბენზინ-აირს 160 906 ავტომობილი იყენებს, რაც მთლიანი ავტოპარკის 9,8%-ია. 7,8%-იანი წილი ჰიბრიდულ ავტომობილებს უკავია (129 273 ერთეული).
სულ საქართველოში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული.