როგორია ელექტრომობილების წილი
საქართველოში ელექტრომობილების პოპულარობის ზრდის მიუხედავად, მთლიან ავტოპარკში მათი წილი მხოლოდ 0,3%-ს შეადგენს.
საქსტატის თანახმად, 2023 წელს ქვეყანაში სულ 5 052 ელექტრომობილი იყო რეგისტრირებული, 2022 წელს კი 3 283 ერთეული.
რაც ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ზრდა თითქმის 54%-ს შეადგენს.
რაც შეეხება საწვავზე მომუშავე ავტომობილებს, საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს რეგისტრირებული 1 680 400 ავტომობილიდან, 1 400 ერთეული – აირზე მომუშავე; 691 800 ავტომობილი – ბენზინზე; 330 200 ავტომობილი – დიზელზე მომუშავე იყო.
ხოლო 136 499 ერთეული ჰიბრიდი იყო, რაც მთლიანი ავტოპარკის 8,4%-ია.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, გასულ, 2023 წელს რეგისტრირებული ავტომობილებიდან ძირითადი – 85.6% ანუ 1 438 600 ერთეული იყო მსუბუქი ავტომობილი; 118 ათასი – სატვირთო; 54 100 ავტობუსები და მიკროავტობუსები; 69 600 – სპეციალური დანიშნულების; ხოლო 100 ერთეულის კატეგორია უცნობია.