საქართველოში დასაქმებული ქალების რაოდენობა გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ეს მაჩვენებელი 597,8 ათას ქალს შეადგენდა, მაშინ, როდესაც წინა წელს სულ 568,9 ათასი მდედრობითი სქესის ადამიანი მუშაობდა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს მოიმატა როგორც დაქირავებით დასაქმებულთა, ასევე თვითდასაქმებული ქალების რიცხოვნობამაც. უფრო კონკრეტულად, 2023 წელს დაქირავებით მუშაობდა 466,9 ათასი ქალი, 2022 წელს კი 441,3 თასი. თვითდასაქმებულების რაოდენობა კი 127,5 ათასიდან 130,9 ათასამდე გაიზარდა. უმუშევარი ქალების რიცხვი კი 94,4 ათასიდან 97 ათასამდე შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 15 წელს ზემოთ მდედრობითი სქესის 1,613 მლნ ადამიანი იყო, აქედან სამუშაო ძალა იყო 694,8 ათასი.