საქართველოში არსებული სამაცივრეები სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ და ისინი სანახევროდ ისევ ცარიელია.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში არსებული სამაცივრე მეურნეობების( საქართველოში 218 სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებს) კამერების საშუალო დღიური დატვირთვა 2024 წლის ივნისში – 47.1%-ს(პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) შეადგენდა, აპრილში შეადგენდა 49%-ს, ხოლო მაისში -56.5%-ს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამაცივრეების დატვირთვა გაზრდილია, თუმცა, ცვლილება დიდი არ არის. 2023 წლის აპრილში მათი საშუალო დღიური დატვირთვა შეადგენდა 44.3%-ს, მაისში – 51.4%-ს, ხოლო ივნისში – 45.7%-ს.
რა ინახება მაცივრებში
2024 წლის II კვარტლის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 92.8 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის:
-
ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) – 42.1%;
-
ხილი და ბოსტნეული – 9.2%;
-
ხორცი და ხორცპროდუქტები(ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა) – 20%;
-
თევზეული – 13%;
-
რძის პროდუქტები – 10.6%;
-
სხვა პროდუქტები – 5.1%
მიმდინარე წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 134.4 მლნ. ლარის
ღირებულების (22.6 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, 24.4%, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებული პროდუქცია იყო.
საკუთარი წარმოების პროდუქცია- 24.8%, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქცია – 50.8%-ს შეადგენდა.
ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 45.1% მოდიოდა ქათმის ხორცზე.
იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვან წილს ასევე ქათმის ხორცი იკავებს (გაყინულის ჩათვლით) (35.4%), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (33%) და თევზეულზე (10.8%) მოდის.