საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 85.4 ათასი ტონა პროდუქცია, მაშინ როცა 2022 წლის II კვარტალში, ელევატორებში 112.2 ათასი ტონა პროდუქცია ინახებოდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 49.2%-ს, მაისში –47.8%-ს, ხოლო ივნისში – 43.6%-ს.
შენახული პროდუქციის 59.2% ხორბალია.
ელევატორებში განთავსებული პროდუქციის 66%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.
2023 წლის II კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 54.4 მლნ. ლარის ღირებულების 47.5 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 53.5% საკუთარი წარმოების იყო.
საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 85.1%.
2023 წლის II კვარტალში საქართველოში სულ 39 ელევატორი ფუნქციონირებდა (2022 წლის II კვარტალში 30 ელევატორი), რომელთა უმრავლესობაც კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებშია განთავსებული.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტლის განმავლობაში ელევატორები მოემსახურა 28 მომხმარებელს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი –მხოლოდ 7 მომხმარებელს.