წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა, რაც გამოცდებზე გასულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 80%-ს შეადგენს. 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უმაღლეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა (NAEC) გამოაქვეყნა.
ცენტრის მონაცემებით, სახელმწიფო გრანტი 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი 1 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა პირმა მიიღო. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე 5 000-ზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა. ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე სწავლას – 1 600-მდე აპლიკანტი გააგრძელებს.
ცენტრი შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ „ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება“.