საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილი ტვირთების კლების ტენდენცია გრძელდება.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 55.7 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 105.1 მილიონი ტონა-კილომეტრი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემცირდა როგორც
გადატანილი ტვირთის (50.1%-ით), ისე ტვირთბრუნვის (49.5%-ით) მოცულობა.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის
მოცულობამ 4.6 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 84.8% მიღებული ტვირთი და ფოსტა
იყო, ხოლო 15.2% – გაგზავნილი.
2024 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი
განხორციელდა, რაც 8.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.