2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით. საქართველოს საგარეო ვალი $8.44 მილიარდს შეადგენს.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალი $760 მილიონით არის გაზრდილი.
წინა წელთან შედარებით, ლარის კურსის დოლართან გამყარების შედეგად, ვალის მოცულობა ლარში 1.51 მილიარდი ლარით გაიზარდა.
საქართველოს ყველაზე დიდი ვალი აზიის განვითარების ბანკის მიმართ აქვს. მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ბანკისგან აღებული კრედიტის თანხა ამ დროისთვის $2,134 მილიარდს აღწევს.
საქართველოსთვის სიდიდით მეორე კრედიტორი მსოფლიო ბანკის ჯგუფია $2 მილიარდის დავალიანებით.
კრედიტორების ჩამონათვალში მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.
საქართველოს უმსხვილესი კრედიტორების სია (ვალის ნაშთი 10.2023 წლისთვის):
- ADB – $2,133,832,000
- მსოფლიო ბანკის ჯგუფი – $2,066,917,000
- EIB – $967,536,000
- საფრანგეთი (AFD) –$735,697,000
- გერმანია (KFW) –$619,028,000
- ევრობონდი –$500,000,000
- EBRD – $223,939,000
- AIIB – $203,722,000
- IMF – $193,178,000
- ევროკავშირი –$140,646,000