2023 წლის II კვარტალში საქართველოს რეზიდენტებისთვის სამოგზაუროდ ყველაზე პოპულარული ადგილი თურქეთი იყო. ვიზიტების უმრავლესობა სწორედ თურქეთში განხორციელდა – სულ 236.7 ათასი ვიზიტი-41,8%. რუსეთის ფედერაციაა მეორეა, 79.9 ათასი ვიზიტით – 14,1%, სომხეთი მესამეზე – 13,9%; აზერბაიჯანი მეოთხეზე – 2,6%; ევროკავშირის წევრი ქვეყნები –მეხუთეზე – 16,7%; სხვა ქვეყნები – 10,9%.
2023 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის II კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.7 ღამე) 5.4%-ით მეტია.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა:
- მეგობრების/ნათესავების მონახულების – 33.3%;
- საყიდლების – 33,3%;
- დასვენება, გართობა, რეკრეაცია- 14.6%;
- პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა – 13.7%;
- მკურნალობა, გაჯანსაღება – 2,4%.
- სხვა – 2,7%.
სულ 2023 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1697.8 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 35.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.2%, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.