2023 წელს საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების რაოდენობა წინა წელთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა.
PMCG-ის მონაცემებით, გემების რაოდენობა გასულ წელს თითქმის იგივე იყო, მაგრამ მათ ნაკლები ტვირთი გადაზიდეს.
საკონტეინერო გემების რაოდენობა გაიზარდა 48%-ით (სულ 440), ხოლო ყველა სხვა ტიპის გემის შემცირდა. ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა
მშრალი ნაყარი ტვირთის გემების მიმართულებით(წლიურად -37%).
საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში შემოსული გემების უმეტესობა (77%) 20 000-ზე ნაკლები ტონაჟის იყო. ისინი კლასიფიცირდება, როგორც ე.წ. “მინი მოხერხებული გემები”(“mini handy ships”).
სხვა გემების უმეტესობა საქართველოს პორტებსა და ტერმინალებში შესვლა კლასიფიცირდება როგორც “handysize” (10 000 – 40 000 DWT. DWT გამოითვლება გემის წონა, ცარიელი წონის გამოკლებით. მასში შედის ტვირთი პლუს საწვავი, სხვა მარაგი, ხალხი, ბალასტი და ა.შ).
მათგან ძალიან ცოტა იყო დიდი ზომის გემი. ამას დიდწილად განაპირობებს ის, რომ საქართველოს არ გააჩნია ღრმაწყლოვანი პორტი.
რუსეთიდან შემოსული გემები
რუსეთიდან შემოსული გემების რაოდენობა 2023 წელს 67%-ით შემცირდა, რაც სავარაუდოდ უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენით მოხდა.
2022 წელს საქართველოში შემოსული გემების 14% რუსეთიდან იყო.
საქართველოს პორტებში და ტერმინალებში შემოსული გემების ნახევარზე მეტი მოდიოდა ოთხ ქვეყანაზე: თურქეთი (18%), პანამა (16%), ლიბერია (16%) და მალტა (15%).
გემის მფლობელებისთვის მიმზიდველია ამ ქვეყნების მიერ შეთავაზებული რეგულაციები და გადასახადები, ამიტომ ბევრი გემი იქ არის რეგისტრირებული.