2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოს მაცხოვრებლებმა მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ 15 200 ვიზიტი განხორციელეს. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებშია ნათქვამი.
სტატისტიკის თანახმად, ეს რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მთლიანი ვიზიტების 2.9%-ს შეადგენს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 16 ათასი იყო.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტების საზღვარგარეთ ვიზიტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,3%-ით გაიზარდა და 521,6 ათასი შეადგინა.
მათი უმეტესობის (34.6%) მიზანი მეგობრების/ნათესავების მონახულება იყო. ვიზიტების 33,7% შოპინგის, ხოლო 16,3% დასვენების, გართობისა და დასვენების მიზნით განხორციელდა.
სულ 2024 წლის პირველ კვარტალში გამსვლელ ვიზიტებზე დანახარჯებმა 455,5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 22,3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტის საშუალო ღირებულება 5.1%-ით გაიზარდა და 873.1 ლარი შეადგინა. კატეგორიების მიხედვით, ხარჯების ყველაზე დიდი წილი – 38,8% – შესყიდვებზე მოდის. სამი თვის განმავლობაში საზღვარგარეთ შესყიდვებზე 176,9 მლნ ლარი დაიხარჯა.